საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) 39-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესი 2011 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ პარტიაზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს 2007 წლის 1 ოქტომბრამდე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 27 თებერვალი.
№1026–Iს