„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1096
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-11
სარეგისტრაციო კოდი
010240030.08.002.016701
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1096

2012 წლის 10 დეკემბერი

 ქ.თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით (სსმ III, 2008 წ., №161, მუხ. 1623) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-10 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი.“;

ბ) მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოების ფუნქციების განხორციელება, აღნიშნული საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალიტიკური და ორგანიზაციული მხარდაჭერა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მათთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადება;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია