„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012) დამტკიცებული ინსტრუქციის 85-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ 3 წლის ან შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი განსხვავებული ვადის ფარგლებში. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შეცვალოს მის მიერ დადგენილი საქონლის დროებითი შემოტანის განსხვავებული ვადა.“. |