|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
|
| მუხლი 1 |
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის №4 დადგენილებაში (სსმ, გვერდი, 26/03/2012) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს მე-7 მუხლი, შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემების გაზსადენების, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0,01 % - ით.”. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 31 დეკემბრისათვის წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|