„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-11
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.153.016137
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №53

2012 წლის 6 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტისა , 43-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29  აგვისტოს  №726  ბრძანებულების  შესაბამისად და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
 

შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №46 დადგენილებაში, კერძოდ:

  დადგენილების პირველი მუხლის  1.10 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით,

  ,, 1.10. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული  1000“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია