სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-71/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-12-06
გამოქვეყნების თარიღი
2019-10-22
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016185
სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 22.10.2019, №01-91/ნ) 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-71/ნ

2012 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

         „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 27-ე პუნქტის, ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის თანდართული ფორმა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010  წლის 21 აპრილის  №102/ნ  ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებულიირაკლი ნადარეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია