|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის განსაზღვრის შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტისა, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ №24 დადგენილება (სსმ ნაწილი, V, 24.09.2010, მუხლი 844 ). |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს დანართში მითითებულ 2012 წლის 12 ოქტომბრიდან და 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები |
|