„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1086
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-05
სარეგისტრაციო კოდი
120090000.08.002.016700
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1086

2012 წლის 5 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 8 აგვისტოს №462 ბრძანებულებით (სსმ III, 2007 წ., №113, მუხ. 1251) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და მე-3 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გაერთიანებული შტაბის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომლებსაც გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებას საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს გაერთიანებული შტაბის უფროსი.

7. გაერთიანებული შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით, გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია