|
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: |
1.
ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2012 წლის 23 ნოემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულების (რუსთავის მყარი ნარჩენების მართვის პროექტისათვის SIDA-EBRD-ის მუნიციპალური გარემოსა და კლიმატის პროგრამის ფონდისა და BP-EBRD-ის რუსთავის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფონდის საინვესტიციო გრანტებთან დაკავშირებით)“ ცვლილება №1. |
2.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. |
|