„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-01-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-10
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016142
„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №3

2012 წლის 8 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის სპეციალურად უფლებამოსილ პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 25 მაისის №90 ბრძანებით (სსმ, 100110000.22.038.016046 , 25/05/2011) დამტკიცებული:

 

1. დანართი №1-ის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობას .“.

 

2. დანართ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოს სამსახურებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეები.

 

3. დანართ №3-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სამედიცინო დეპარტამენტის ის მოსამსახურეები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ სამედიცინო სახის დოკუმენტაციის მიმოსვლასა და წარმოებას.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია