,,ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ'' ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში (სსმ, №39, 17.09.2010) შეტანილ იქნეს ცვლილება, დადგენილებით დამტკიცებული დანართის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, როგორც წესი, ყოველი თვის ბოლო პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას.''.
|