,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №18/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 220211, 22/02/2011, 360160000.22.022.016056) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება
1. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ასაკობრივ შეზღუდვასთან დაკავშირებით, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები.“. |