„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №7 დადგენილებაში (სსმ, 7, 06/08/2010/, 010250040.35.122.000091) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მესამე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 362 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 99-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საკრებულოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ (თუ მან უარი არ განაცხადა ამ უფლების გამოყენებაზე) ტარდება ღია კენჭისყრა.“.
|