შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. გამგეობის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა
1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგებელი.
2. გამგებელს ჰყავს ოთხი მოადგილე, მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით“.
|