|
“სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში” (სსმ III, 09.07.2010 №83 მუხ. 1203) შევიდეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ)„ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) აბონენტად გახდომიდან ან სააბონენტო ნომრის ბოლო პორტირებიდან არ გასულა 30 დღე;". |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|