|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო, თანახმად დანართისა (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 ოქტომბრის №26 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის (ხელმძღვანელობის) პირთა თანამდებობრივი სარგო |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (გარდა გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურისა) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 31.12.2012 წ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო
|