|
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
|
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ ‘‘ საქართველოს კანონის მე -18 მუხლის მე -2 პუნქტის , „ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ ‘‘ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „ ქ ‘‘ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61- ე მუხლის შესაბამისად ,
ვბრძანებ :
საქართველოს
თავდაცვის მინისტრის
201
4
წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანდართული დებულება .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 25 ივნისის №542 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
თავი I
|
| მუხლი 1 |
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ( შემდეგ – სამხედრო პოლიცია ) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ( შემდეგ – გენერალური შტაბი ) სტრუქტურული ქვედანაყოფი , რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას , ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას , პრევენციულ და ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობას , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ( შემდეგ - სამინისტრო ) ობიექტებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას , გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში შიდა აუდიტის ჩატარებას , სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას , თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს .
საქართველოს
თავდაცვის მინისტრის
201
4
წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
|
| მუხლი 2 |
სამხედრო პოლიცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით , სისხლის სამართლის კანონმდებლობით , „ ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის შესახებ ” საქართველოს კანონით , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით , საქართველოს თავდაცვის მინისტრის ( შემდეგ – მინისტრი ) სამართლებრივი აქტებით , საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ( შემდეგ – გენერალური შტაბის უფროსი ) ინდივიდუალური - სამართლებრივი აქტებით , დირექტივებით , განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
| მუხლი 3 |
სამხედრო პოლიცია ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
| მუხლი 4 |
სამხედრო პოლიციას აქვს ბეჭედი ქართულ - ინგლისური წარწერით „ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ”, აგრეთვე შტამპი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით .
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
თავი II
სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები |
| მუხლი 5 |
სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გენერალური შტაბის და საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფების მეთაურების მხარდაჭერა მათზე დაკისრებული მისიებისა და ამოცანების შესასრულებლად ; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის, სამობილიზაციო მზადყოფნისთვის და ბრძოლისუნარიანობის გასამტკიცებლად სამინისტროში კანონიერებისა და დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა; გ) სამხედრო პოლიციის საქმიანობა, სახელმწიფო, პროფესიული და პირადი საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფით, ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, აგრეთვე სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს; დ) სამხედრო პოლიცია კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას უზრუნველყოფს საქართველოსა და უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურებთან კოორდინირებულად; ე) სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს, დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
თავი III
სამხედრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები |
| მუხლი 6 |
სამხედრო პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულის თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება და დამნაშავეთა ძებნა-დაკავება, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; ბ) სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლის განხორციელებისას დანაყოფების მეთაურების მხარდაჭერა; დ) სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტების), სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო საგანგებო დავალებების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით – სტრატეგიული დანიშნულების სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ე) საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო დანიშნულების ტექნიკისა და სამხედრო სატრანსპორტო საშუალებების (როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების კუთვნილი) გადაადგილების კონტროლი; ვ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, შესაბამის ტერიტორიაზე, საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების ფარგლებში, სამშვიდობო მისიით სამხედრო დისციპლინისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე კონტროლის (როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ) უზრუნველყოფა; ზ) სამხედრო ოპერაციების დროს საბრძოლო შენაერთებში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფა; თ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება და ანალიზი; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზნები და ამოცანები. |
მუხლი 7.
სამხედრო პოლიციის უფლებამოსილებანი |
სამხედრო პოლიცია უფლებამოსილია, საქმიანობის მიზნებისა და ძირითადი პრინციპების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში გამოავლინოს, გახსნას, აღკვეთოს დანაშაული, დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით; ბ) მოიპოვოს, დაამუშაოს, ანალიზი გაუკეთოს სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და განახორციელოს სტრატეგიული დაგეგმვა; გ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით; დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა; ე) მოსთხოვოს მოქალაქეს დაიცვას მართლწესრიგი, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და დისციპლინური გადაცდომის საქმეები, შეადგინოს შესაბამისი ოქმები შემდგომი რეაგირებისათვის ან შუამდგომლობლობით მიმართოს შესაბამის ორგანოს; ზ) სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებასთან დაკავშირებით გამოიძახოს პირი, რომელსაც შესაძლოა საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეს ინფორმაცია, მოსთხოვოს ახსნა-განმარტება და საქმესთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტები; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, აწარმოოს მოქალაქის ნივთებისა და მისი პირადი გასინჯვა; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით განახორციელოს ძებნილი სამხედრო მოსამსახურეების ძებნა-დაკავების ღონისძიებები; ლ) სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს სამხედრო მოსამსახურეთა მიერ უკანონო გამოსვლების, მიტინგების, პიკეტირებისა და სხვაგვარი უკანონო აქციების მოწყობაზე და/ან მათში მონაწილეობაზე; მ) საგამოძიებო ქვემდებარეობით მისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით განახორციელოს ბრალდებულის ან/და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპირება, ფოტო-კინო-ვიდეო და აუდიოგადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება, აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე; ნ) მგზავრების პირადი დაცვის უზრუნველყოფის, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით, დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ორგანოებს სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის გასვლის გონივრული ვადით შეყოვნების შესახებ; ო) უზრუნველყოს სამხედრო პატრულის ფუნქციონირება;
პ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით , სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ( მათ შორის , ჯარის სახეობის ქვედანაყოფების ) დისლოკაციის ადგილებზე , სამხედრო ობიექტებზე / დაწესებულებებში და / ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე , აგრეთვე საომარი ან / და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში გზებზე საკონტროლო - გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა ; ჟ) სამხედრო წვრთნების დროს, მეთაურების მხარდასაჭერად, საწვრთნელ ტერიტორიაზე, სასროლეთსა და პოლიგონებზე სამხედრო დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფაზე კონტროლის განხორციელება; რ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამშვიდობო მისიებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მეთაურების მხარდასაჭერად, დისციპლინაზე კონტროლის განხორციელება;
ს ) კომპეტენციის ფარგლებში , დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა გადაყვანა , აგრეთვე სამხედრო პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას დანაშაულის ადგილებისა და მტკიცებულებების დაცვა ; ტ) სამინისტროს სამხედრო ობიექტების შიდა უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; უ) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის საბრძოლო დანიშნულების ტექნიკის, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებათა და სამხედრო მოსამსახურეთა გადაადგილების კანონიერებაზე კონტროლის განხორციელება; ფ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოებისა და მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, მათი მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვის უზრუნველყოფა;
ფ
1
) კომპეტენციის ფარგლებში ჩასატარებელი სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ; ფ 2 ) იარაღისა და საბრძოლო მასალების ესკორტირება საგანგებო მდგომარეობის დროს ; ფ3) მინისტრის ან/და გენერალური შტაბის უფროსის მიერ განსაზღვრული ცალკეული ობიექტების დაცვა. ქ) განახორციელოს საქრთველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №601 - ვებგვერდი, 19.06.2013 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ.
|
მუხლი 8.
სამხედრო პოლიციის ვალდებულებები |
სამხედრო პოლიცია ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს მისცეს შესაძლებლობა კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება და შეატყობინოს დაკავების შესახებ ოჯახს, ახლო ნათესავს, სამსახურის ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელს; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოსა და პროკურორის გადაწყვეტილებების შესაბამისად განახორციელოს დაზარალებულის, მოწმის და პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; გ) გამოძიების პროცესში დაადგინოს დანაშაულის მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად და თავიდან ასაცილებლად; დ) უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა; ე) აღასრულოს სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ; ვ) აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მოსამართლის და პროკურორის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. ასევე აღასრულოს შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებები დაკავების და დაპატიმრების შესახებ; ზ) ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში; თ) საომარი მდგომარეობის დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი წესით და ფორმით უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა ბანაკების დაცვა და უსაფრთხო ფუნქციონირება.
|
თავი IV
სამხედრო პოლიციის ორგანიზება და ხელმძღვანელობა |
| მუხლი 9 |
სამხედრო პოლიციის საქმიანობის ორგანიზება ხორციელდება შემდეგი სახით:
ა) სამხედრო პოლიცია დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებზე და ფუნქციონირებს ერთიანი, ცენტრალიზებული წესით; ბ) სამხედრო პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სისტემასა და სტრუქტურას, განსაზღვრავს წინამდებარე დებულება; გ) საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამინისტროზე საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს სამხედრო პოლიციის საპარლამენტო კონტროლს; დ) კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიებას ზედამხედველობს საქართველოს მთავარი პროკურატურა. |
მუხლი 10.
სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობა |
1.
სამხედრო პოლიციის საქმიანობას მართავს და საერთო ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის უფროსი , რომელსაც გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი .
|
2.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამხედრო პოლიციას და პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სამხედრო პოლიციის გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) თვალყურს ადევნებს სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამხედრო პოლიციის თანამშრომლების საქმიანობაზე; დ) ანაწილებს სამხედრო პოლიციის მოსამსახურეთა შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს მათ მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;
ე ) წარუდგენს მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს ანგარიშს სამხედრო პოლიციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას სამხედრო პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე ; ვ) პასუხისმგებელია სამხედრო პოლიციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ზ ) გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით , დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს სამხედრო პოლიციის დებულების პროექტს , სტრუქტურას , ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს , ასევე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტებს ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრავს დეპარტამენტის მოსამსახურეების უფლება-მოვალეობებს, აძლევს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებებსა და დავალებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს;
ი ) გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით , თავისი კომპეტენციის ფარგლებში , მინისტრს წარუდგენს შუამდგომლობებს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დანიშვნის , გათავისუფლების , აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ფორმით , მათთვის წოდების მინიჭების თაობაზე ; კ) კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე; ლ) ზედამხედველობს მისი მოადგილეების, სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფების თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებას;
მ ) ასრულებს მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სამხედრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს ; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
3.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მათი უფლებამოსილება განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით.
|
4.
დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. |
5.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე და კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
თავი V
სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფები, მათი ფუნქციები და მმართველობა |
| მუხლი 11 |
1.
სამხედრო პოლიციის სტრუქტურული დანაყოფებია (შემდგომში – დანაყოფი):
|
ა)
ადმინისტრაციული მთავარი სამმართველო;
|
ბ)
გამოძიების მთავარი სამმართველო;
|
გ)
ოპერატიულ-სამძებრო მთავარი სამმართველო;
|
დ)
ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
|
ე)
საპატრულო ღონისძიებათა ორგანიზების სამმართველო;
|
ვ)
სპეციალურ გამოკვლევათა სამსახური;
|
ზ)
დაცვის მთავარი სამმართველო;
|
თ)
(ამოღებულია - №601, 19.06.2013)
; |
ი)
(ამოღებულია - №601, 19.06.2013)
; |
კ)
ანალიტიკური სამმართველო;
|
ლ)
რეგიონალური სამმართველოები:
|
ლ.ა)
I რეგიონალური სამმართველო (თბილისი, მცხეთა-მთიანეთი);
|
ლ.ბ)
II რეგიონალური სამმართველო (სამეგრელო-ზემო სვანეთი); |
ლ.გ)
III რეგიონალური სამმართველო (კახეთი, ქვემო ქართლი);
|
ლ.დ)
IV რეგიონალური სამმართველო (შიდა ქართლი); |
ლ.ე)
V რეგიონალური სამმართველო (აჭარა); |
ლ.ვ)
VI რეგიონალური სამმართველო (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და გურია);
|
ლ.ზ)
VII რეგიონალური სამმართველო (სამცხე-ჯავახეთი).
|
2.
დანაყოფებში შემავალი სტრუქტურული ერთეულები განისაზღვრება საშტატო განრიგით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №601 - ვებგვერდი, 19.06.2013 წ. |
| მუხლი 12 |
1.
ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაკომპლექტებისათვის წინადადებების წარდგინება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის ორგანიზება; |
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში, არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოება; |
გ)
სამხედრო პოლიციაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
|
დ)
სამხედრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაშვების ორგანიზება და სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულების, სამართალდარღვევებისა და სამხედრო ტექნიკის (პირადი შემადგენლობის) გაცილების შესახებ განცხადება-შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია; |
ე)
სამხედრო პოლიციაზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღეღამური ოპერატიული ვითარების ინფორმაციის მიღება, მათი სისტემატიზაცია; |
ვ)
სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე სანომრე ნიშნების გაცემა-რეგისტრაცია; |
ზ)
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების წარმოება;
|
თ)
ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა, არქივისა და საქმისწარმოების ორგანიზება; |
ი)
სამხედრო პოლიციის სრულყოფილად ფუნქციონიერებისათვის საჭირო ლოგისტიკური დაგეგმარების უზრუნველყოფა; |
კ)
სამხედრო პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ლოგისტიკური მომსახურება; |
ლ)
სამხედრო პოლიციის მფლობელობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა. |
2.
გამოძიების მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სამხედრო პოლიციის კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება;
|
ბ)
მთავარ სამმართველოში შემავალი საგამოძიებო ქვედანაყოფების წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების უზრუნველყოფის კოორდინაცია. |
3.
ოპერატიულ-სამძებრო მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
მინისტრის და დეპარტამენტის უფროსის განსაკუთრებულ დავალებათა შესრულება, მისი მონიტორინგი და ამ დავალებებიდან გამომდინარე, ვითარების ოპერატიული ანალიზის უზრუნველყოფა; |
ბ)
შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება;
|
გ)
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაში დანაყოფების მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; |
დ)
შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება რეგიონალური სამმართველოების ოპერატიული დანაყოფების მეშვეობით; |
ე)
სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად მიმტოვებელი და დეზერტირობაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეებზე ძებნილ პირთა ძებნა-დაკავება; |
ვ)
დანაშაულთან ბრძოლის სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა; |
ზ)
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (მათ შორის, ჯარის სახეობის ქვედანაყოფების) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებისა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მომზადება და გაცემა; |
თ)
(ამოღებულია - №601, 19.06.2013)
|
4.
ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საშუალებებისა და სპეციალიზებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, უსაფრთხოების წესების შემუშავება და ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება; |
ბ)
სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის , აგრეთვე მინისტრის მიერ განსაზღვრული სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლი და ვიდეოკონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა .
|
5.
საპატრულო ღონისძიებათა ორგანიზების სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
სამხედრო პოლიციის რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგის განხორციელება; |
ბ)
რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების მიერ პატრულირების განხორციელების და სამხედრო ობიექტებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ხარისხის შემოწმება, შედეგების დასკვნის სახით ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; |
გ)
რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების თანამშრომელთა მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების ფაქტების შეჯამება და სათანადო ინფორმაციის მომზადება;
|
დ)
რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების მიერ განსახორციელებელი საპატრულო ღონისძიებების კოორდინაცია, აგრეთვე მათთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარებების გაწევა; |
ე)
საპატრულო ღონისძიებების სრულყოფილად განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; |
ვ)
რეგიონალური სამმართველოების საპატრულო დანაყოფების მიერ გამოვლენილ დისციპლინარულ და ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა შესახებ მონაცემების მიღება, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მონიტორინგი.
|
6.
სპეციალურ გამოკვლევათა სამსახურის ფუნქციებია: |
ა)
კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის დადგენილებით ან დავალებით, შემოწმების ჩატარება და გამოკვლევის შედეგების წარდგენა; |
ბ)
„ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ჯარის სახეობის ქვედანაყოფებში შიდა აუდიტის ჩატარება ;
|
ბ1)
კანონმდებლობით დადგენილი წესით , კომპეტენციის ფარგლებში , განახორციელოს ბრალდებულის ან / და ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია , დაქტილოსკოპირება , ფოტო -, კინო -, ვიდეო - და აუდიოგადაღება , შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება , შემთხვევის ადგილზე კვალთა ფიქსირება - ამოღება , აგრეთვე ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ;
|
გ)
სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმედეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებს და შიდა აუდიტის პრინციპებს.
|
7.
დაცვის მთავარი სამმართველოს ფუნქციებია :
ა ) მინისტრისა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ პირთა დაცვისა და პირადი უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა ;
ბ ) სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის ( სამოქალაქო და სამხედრო ) თანამდებობის პირთა დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა ;
გ ) დაცვის და უსაფრთხოების ღონისძიებების წარმატებით განსახორციელებლად , დასაცავ პირთა გადაადგილების მარშრუტებზე , მონახულების ობიექტებსა და გასამგზავრებელ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა ;
დ ) გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტომანქანების , სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების დაშვების რეჟიმის განხორციელება - კონტროლი ;
ე ) სამინისტროსა და გენერალური შტაბის კონტროლირებად ტერიტორიაზე და საკონტროლო - გამშვებ პუნქტებზე დაცვის ღონისძიებების განხორციელება და საყარაულო წესდების შესრულება . ვ ) (ამოღებულია - 29.01.2014, №1) ; |
8.
(ამოღებულია - №601, 19.06.2013)
; |
9.
(ამოღებულია - №601, 19.06.2013)
; |
10.
ანალიტიკური სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
სამხედრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულება და მის საფუძველზე დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;
|
ბ)
სამხედრო პოლიციის ქვემდებარე დანაშაულებათა (მათში მონაწილე პირთა) და სამართალდარღვევათა აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
|
გ)
სამხედრო პოლიციის დანაყოფებიდან გაწეული მუშაობის შედეგების სტატისტიკური ანალიზი; |
დ)
სამხედრო პოლიციის დანაყოფების მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება.
|
11.
რეგიონალური სამმართველოების ფუნქციებია – ამ დებულებით სამხედრო პოლიციისათვის განსაზღვრული და ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების განხორციელება შესაბამის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში: |
ა)
საქართველოს შეიარაღებული ძალების ტერიტორიაზე, სამხედრო ქვედანაყოფებში, ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, რკინიგზის სადგურებში, პორტებში, აეროპორტებში, სამხედრო ნაწილების მიმდებარე ტერიტორიის დასახლებულ პუნქტებში სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და სამხედრო წესრიგის დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა; |
ბ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით დანაყოფების დისლოკაციის ადგილებზე, სამხედრო ობიექტებსა და/ან მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, აგრეთვე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, გზებზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
|
გ)
სამინისტროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის თავდაცვის სისტემის თანამდებობის პირთა (სამოქალაქო და სამხედრო) ავტოტრანსპორტით გადაადგილებისას, მინისტრის ან გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანების საფუძველზე, ვიზიტორების ესკორტით უზრუნველყოფა;
|
დ)
პატრულირების განხორციელება და კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
|
ე)
ადმინისტრაციულ/დისციპლინურ სამართალდარღვევათა (გადაცდომათა) პრევენცია, გამოვლენა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;
|
ვ)
დანაშაულთან ბრძოლის სახეების, ხერხების და მეთოდების განსაზღვრა;
|
ზ)
შესაბამისი დანაყოფების ოპერატიული ინფორმაციით უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება-ორგანიზება;
|
თ)
კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
|
ი)
სამხედრო პოლიციის ქვემდებარეობის სფეროში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი;
|
კ)
სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა ლოგისტიკური მომსახურება; |
ლ)
სამმართველოს მფლობელობაში არსებული ქონებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა-განაწილების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანგარიშგებების შედგენა; |
მ)
კომპეტენციის ფარგლებში არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოება;
|
ნ)
სამმართველოზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და კავშირგაბმულობის საშუალებების გაცემის ორგანიზება, დღე-ღამური ოპერატიული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი სისტემატიზაცია;
|
ო)
სამხედრო პოლიციის კომპეტენციისათვის მიკუთვნებული დანაშაულების, სამართალდარღვევებისა და სამხედრო ტექნიკის (პირადი შემადგენლობის) გაცილების საჭიროების შესახებ განცხადება-შეტყობინებების მიღება-რეგისტრაცია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის ბრძანება №601 - ვებგვერდი, 19.06.2013 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 201 4 წლის 29 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.02.2014წ. |
| მუხლი 13 |
1.
დანაყოფის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს დანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
|
ბ)
წარმოადგენს დანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
|
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
|
დ)
ხელს აწერს დანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
|
ე)
შეიმუშავებს წინადადებებს დანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; |
ვ)
შუამდგომლობს დანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
|
ზ)
ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს დანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ; |
თ)
უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოსცეს მითითებები და ბრძანებები; |
ი)
ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. |
2.
დანაყოფების უფროსებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებიც უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებენ მის მოვალეობას. |
თავი VI
სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები |
| მუხლი 14 |
სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი, ასევე მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება „სამხედრო პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
|