|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
|
| მუხლი 1 |
უძრავ-მოძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 6 %-ის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. |
|