საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
721
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2001-02-28
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.000.875
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 680-ე მუხლს დემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი:

„12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ამ კოდექსის 548-549-ე, 552-555-ე, 557-558 და 560-573-ე მუხლებით დადგენილი წესით განიხილოს 2001 წლის 15 მარტამდე მიღებული საჩივრები იმ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზედაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი და „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის შუამდგომლობები. საჩივარი, რომელსაც თან დაერთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული თანხმობის დროებითი კომისიის შუამდგომლობა, შეიტანება 546-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების სუბიექტების მიერ უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 13 თებერვალი.

№721–IIს

კრებსითი — სრული ვერსია