|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №252 ბრძანებაში (სსმ III, 2008წ., №161, მუხ. 1625) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის კ1
ქვეპუნქტი:
„კ1 ) ანაზღაურებს მის სისტემაში საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|