|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №2-71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №2-71 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის (სსმ,37,26/03/2009) მეორე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამუშაო დრო იწყება 09.30 საათზე და სრულდება 18.30 საათზე.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|