საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
632
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2000-12-14
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.000.849
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) 681-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული თბილისის და ქუთაისის საოლქო სასამართლოების განსჯადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე ძალაშია 2002 წლის 1 იანვრიდან.“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2000 წლის 5 დეკემბერი.

№632–Iს

კრებსითი — სრული ვერსია