,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - პროფესიული კოლეჯის ,,ოპიზარი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №68/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 110511014, 17/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016105) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კოლეჯის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების დირექტორი.
3. დირექტორის არყოფნისას ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.“.
|