თუ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების განხორციელება ან/და ცესკოს არ ჰყავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასეთ დროს კი შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა და იმავდროულად არც ცესკოს თავმჯდომარეს არ შეუძლია თავისი უფლებამისილების განხორციელება ან/და ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე, ცესკო უფლებამოსილია „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისათვის დადგენილი წესით, აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც მოადგილის უფლებამოსილებებს შეასრულებს მანამდე, ვიდრე არ იქნება არჩეული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ან/და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე არ შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. ასეთ შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის მიზნით, ცესკოს სხდომას იწვევს და უძღვება ცესკოს მდივანი. თუ ცესკოს არ ჰყავს მდივანი, ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მაშინ ცესკოს სხდომას იწვევს და უძღვება, მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის არჩევამდე, ცესკოს უხუცესი წევრი. |