|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 6 ივლისის №244 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2012, 010220000.10.003.016913) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე‑4 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს მთავრობის კანცელარიას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმდინარე საქმიანობას უძღვება საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“. 2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც მისი დავალებით უზრუნველყოფს ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით მისაღები გადაწყვეტილების პროცესის კოორდინირებას და შესაბამისი წინადადებების საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის წარდგენას;“. 3. მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 29 ოქტომბრიდან. |
|