„საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1003
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-31
სარეგისტრაციო კოდი
310150000.08.002.016678
„საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №1003

2012 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს აეროპორტებში სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი და მაღალი თანამდებობის პირთა და უცხო ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 21 მარტის №154 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №33, მუხ. 321) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „10.   ქ. თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზით მოსარგებლე მგზავრების შესაბამისი სერვისის ფუნქციონირებას, სამთავრობო დარბაზის პირველ და მეორე  სალონებსა და გასასვლელებში წესრიგის დაცვას და დასაცავი პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია