„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
957
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-30
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.001.003.452
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

 

               მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების დგომის/გაჩერების წესებს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

    მუხლი 2.   ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 30 დეკემბერი.

№957–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია