|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ “ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №40 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/01/2012) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მეორე პუნქტით დამტკიცებული „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №2
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობები
შენიშვნა: საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|