|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №25 დადგენილებაში. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,2. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით.’’ |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|