„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება
დოკუმენტის ნომერი
12-43
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
მიღების თარიღი
2012-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-29
სარეგისტრაციო კოდი
210020010.36.101.016130
„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №12-43

2012 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მუდმივი კომისიებია:

ა)   სარევიზიო;

ბ)   იურიდიულ საკითხთა;

გ) ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო;

დ) საქალაქო მეურნეობის;

ე) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა;

ვ) ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის რეაბილიტაციის;

ზ) ადამიანის უფლებათა და საზოგადოებასთან ურთიერთობის;

თ) განათლებისა და კულტურის;

ი) გარემოს დაცვის;

კ) ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის;

ლ) სახელდებისა და სიმბოლიკის;

მ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა;

ნ) საერთაშორისო ურთიერთობების.“.

2. მე-17 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია შექმნილია დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და საინვესტიციო პოლიტიკის გატარების მიზნით“

3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. საერთაშორისო ურთიერთობების კომისია შექმნილია უცხოეთის თვითმმართველობებთან ურთიერთობის საკითხთა შესწავლის, საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან ქ. თბილისის საკრებულოს ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავების და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით“.

მუხლი 2
გადაწყვეტილება ამოქმედდეს 2012 წლის 1 ნოემბრიდან.

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ სამადაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია