„მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-30
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.153.016133
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №48

2012 წლის 24 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №4 დადგენილებით (სსმ,  010260020.35.153.016032, 01/02/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 
  1. დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება უზრუნველყოფს:

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე, ტერიტორიაზე წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებაზე, გატანაზე და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობას,  ორგანიზაციებთან და ცალკეულ იურიდიულ პირებთან გასაფორმებელი  ხელშეკრულებების პროექტების მომზადებას. ახორციელებს კონტროლს  შესაბამისი თანხების ამოღებაზე. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 1461 მუხლით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციული  სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებასა და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია