ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-08
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.158.016098
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 08.08.2014, №22)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2012 წლის 22 ოქტომბერი

ქ.ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1.  განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები:

ა) საკრებულოს თავმჯდომარე – 2650 ლარი;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1700 ლარი;

გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე –1350 ლარი;

დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 1350 ლარი;

ე) საკრებულოს აპარატის უფროსი – 1000 ლარი;

ვ) საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე – 790 ლარი;

ზ) მთავარი სპეციალისტი–560 ლარი;

თ) წამყვანი სპეციალისტი – 520 ლარი;

ი) უფროსი სპეციალისტი –  470 ლარი;

კ) სპეციალისტი – 400 ლარი;

ლ) საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი (დამხმარე მოსამსახურე)  – 520 ლარი;

მ) საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი(დამხმარე მოსამსახურე) – 520 ლარი;

2. განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს შემდეგი განაკვეთები:

ა) გამგებელი – 2650 ლარი;

ბ) გამგებლის მოადგილე – 1300 ლარი;

გ) გამგეობის სამსახურის უფროსი – 1000 ლარი;

დ) გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 810 ლარი;

ე) გამგებლის თანაშემწე – 790 ლარი;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული – 1000 ლარი;

ზ) მთავარი სპეციალისტი – 560 ლარი;

თ) წამყვანი სპეციალისტი – 520 ლარი;

ი) უფროსი სპეციალისტი – 470 ლარი;

კ) სპეციალისტი – 400 ლარი;

ლ)გამგებლის მძღოლი (დამხმარე მოსამსახურე) -520 ლარი;

მ) გამგებლის მდივანი(დამხმარე მოსამსახურე) – 520 ლარი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 6 ოქტომბრის დადგენილება №3 8 - ვებგვერდი, 01.11.2012 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 26.12.2012წ.

მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 ივლისის №9 დადგენილება.
მუხლი 3
 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის პირველი ნოემბრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ საბიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია