|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №399 ბრძანებულების (სსმ, III ნაწ., 2006 წ., № 88, მუხ. 1168) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. უცხოელი - პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი;“; |
ბ)
მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უცხოელი საქართველოში შეიძლება მოიწვიოს 18 წლის ასაკს მიღწეულმა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე პირმა, ან საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა.“; |
გ)
მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:
„32. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის მისაღებად განმცხადებელი შესაძლოა იყოს 16 წელს მიღწეული პირი. არასრულწლოვან უცხოელს შესაძლოა მოეთხოვოს მისი კანონიერი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) დამოწმებული თანხმობა.“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|