„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
25
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-26
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016097
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №25

2012 წლის 22 ოქტომბერი

ქ. ქარელი

 

,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 ოქტომბრის №22 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 19/10/2012; 270070000.35.144.016094) დამტკიცებული დანართი შეიცვალოს ახალი დანართით.
2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 19 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ღვინიაშვილი



დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

I

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

II

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

III

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

IV

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

V

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

VI

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი –სპეციალისტი

560

 


კრებსითი — სრული ვერსია