,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2768 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/1873
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-10-19
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-24
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.024.016242
,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2768 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1873

2012 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2768 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1-1/2768 ბრძანებით (ვებგვერდი 111229041, 01/01/2012, 010240030.22.024.016141)   დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით.”.

ბ) ,,კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,კ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება.”.

2. მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:  
ა.ა) ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურულ-ორგანიზაციული და საშტატო ოპტიმიზაცია, მათი ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით.”.

ა.ბ) ,,პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,პ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების/პროგრამების ტრენინგ-კომპონენტების, ტრენინგების სფეროში ტექნიკური დახმარებების, სასწავლო პროექტების კოორდინირება და აღნიშნულის ფარგლებში ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო ტურების ორგანიზება და წარმართვა”.

ბ) მე-4 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ი) სამინისტროს ხელმძღვანელთა დავალებების ოპერატიულად შესრულებისათვის შესაბამისი ინფორმაციის სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისთვის დროულად გადაცემა”;

გ) მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ა) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო   საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების  განხორციელება”.


მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივერა ქობალია

კრებსითი — სრული ვერსია