„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
958
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-17
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016669
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №958

     2012  წლის    17  ოქტომბერი 

    ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 მაისის №321 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №56, მუხ. 610) შეტანილ იქნეს  ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების წესის:
ა) მე-6 მუხლის 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 81.

1. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანო დაჯილდოებულ პირზე ერთდროული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) დაჯილდოებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს;

ბ) დაჯილდოებული პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) ან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოზე წარმდგენი ორგანოს მიერ დადასტურებულ ცნობას ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით;

გ) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს;

დ) სამკვიდრო მოწმობის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ ასლს (სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში).

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლს.“.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე წარდგენილი დოკუმენტაციის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაგზავნა განხორციელდეს ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2012 წლის 18 ოქტომბრიდან. 

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია