„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №702 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ოქტომბრის №924 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში (სსმ, 2004 წ., მუხ. 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |