საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესების და პირობების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
428
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-16
გამოქვეყნების თარიღი
2021-01-22
სარეგისტრაციო კოდი
210040000.10.003.017104
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესების და პირობების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №428

2012 წლის 16 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესების და პირობების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესები და პირობები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიივანე მერაბიშვილი



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესები და პირობები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების, აგრეთვე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესები და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის (შემდგომში – შსს-ს არქივი) მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთებს, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების წესებს და პირობებს.

მუხლი 2. შსს-ს არქივის მიერ გაწეული მომსახურების საფასურების განაკვეთები

1. შსს-ის არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის მიზნით გაწეული მომსახურებისათვის მისი სახეობების მიხედვით დაწესებულია შემდეგი საფასურების განაკვეთები:

 
№
მომსახურების სახეობა
საზომი ერთეული
საფასური ლარით
1
2
3
4
1
დოკუმენტების თემატური გამოვლენა ნუსხის შედგენით:
ა) საქმეთა შერჩევით;
ბ) გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით
 
10 სათაური
1 დოკუმენტი (ცნობა)
 
20.00
4.00
2
მიმოხილვის მომზადება გამოვლენილი დოკუმენტების, შერჩეული საქმეებისა და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით
1 მიმოხილვა
35.00
3
თემატური შეკითხვის შესრულება ცალკეული ფაქტის, მოვლენის, ცნობის დადგენის (დადასტურების) შესახებ (დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში):
ა) 1 წლამდე პერიოდი;
ბ) 1-3 წლამდე პერიოდი
გ) 3-5 წლამდე პერიოდი
დ) 5-10 წლამდე პერიოდი
ე) 10-20 წლამდე პერიოდი
ვ) 20 წელზე მეტი პერიოდი
1 შეკითხვა
 
 
 
15.00
25.00
30.00
45.00
50.00
100.00
4
ცნობის (დადებითის ან უარყოფითის) მომზადება:
ა) ნასამართლობის, რეპრე­სირე­ბული პირის, გადასახლების, სპეცგადასახლების, რეაბი­ლი­ტაციის, ტყვედ ნამყოფობისა და სხვა ცნობის:
ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის
ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის
ა.გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის
ა.დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის
ა.ე) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის
ბ) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე:
ბ.ა) ინფორმაციის მიღებიდან მე-5 დღეს გაცემისათვის
ბ.ბ) ინფორმაციის მიღებიდან მე-3 დღეს გაცემისათვის
გ) სამუშაო სტაჟის შესახებ:
გ.ა) 1-დან 5 წლამდე სტაჟი:
გ.ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის
გ.ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის
გ.ბ) 5-დან 15 წლამდე სტაჟი:
გ.ბ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის
გ.ბ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის
გ.გ) 15 ან მეტი წლის სტაჟი:
გ.გ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის
გ.გ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის
დ) განმეორებით იმავე ცნობის გაცემა:
დ.ა) გაცემიდან 1 თვის განმავლობაში
დ.ბ) გაცემიდან 1-6 თვემდე
დ.გ) გაცემიდან 6-12 თვემდე
1 ცნობა
 
 
 
 
9.00
12.00
14.00
16.00
18.00
 
 
25.00
30.00
 
 
9.00
12.00
 
12.00
14.00
 
20.00
30.00
 
3.00
5.00
6.00
5
სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მომსახურება
ა) საქმეთა გაცემა:
ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის
ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის
ბ) დოკუმენტის გადასაღებად მომზადება:
ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცე­მი­სათვის
ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის
გ) დოკუმენტის ელექტრომა­ტარებელზე გადატანა (სკანი­რება, ციფრული აპარატით გადაღება):
გ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცე­მისათვის
გ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის
 
 
1 საქმე/1 დოკუმენტი
 
1 საქმე/1 გვერდი
 
 
1 გვერდი
 
 
უფასო
6.00
 
3.00
4.00
 
 
3.00
4.00
 
დ) ფოტოპოზიტივიდან სკანირება:
დ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის
დ.ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის
დ.გ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის
1 კადრი
 
3.00
4.00
7.00
6
 ფოტოგამოსახულების კომპიუტერული დამუშავება:
ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის
ბ) განაცხადის შეტანიდანმე -3 სამუშაო დღეს გაცემისათვის
გ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის
1 ფოტო
 
25.00
45.00
70.00
 

2. საფასური ჩაირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 იანვრის დადგენილება №30 – ვებგვერდი, 25.01.2021წ.

მუხლი 3. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. თუ საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ დადგენილებით დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) შსს-ს არქივი კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;

ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;

გ) შსს-ს არქივმა მომსახურება არ განახორციელა ამ კანონით დადგენილ ვადაში.

3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას თავის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს დადგენილება ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.

4. გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 მუხლი 4. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ დადგენილებით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები.


კრებსითი — სრული ვერსია