შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №19517
2012 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ Priv” სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 201 2 წლის 2 6 ივნისის № 10536 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ,
ვბრძანებ:
1. „Priv ” სერვისის განხორციელების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ივნისის №10536 ბრძანების №3 დანართი (საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ჯ . ებანოიძე