„მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანებაში შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს მეზღვაურის წიგნაკის ახალი ფორმის დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება 2012 წლის 1 დეკემბრამდე.
3. სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო „უფლებამოსილია გასცეს ამ ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი მეზღვაურის წიგნაკები არა უგვიანეს 2012 წლის 1 დეკემბრისა.
4. 2012 წლის 1 დეკემბრამდე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა იწარმოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №002 ტექნიკური რეგლამენტის „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების" დამტკიცების შესახებ” შესაბამისად“. |