„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
023
მიმღები ორგანო
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2012-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-16
სარეგისტრაციო კოდი
300170000.55.067.016028
„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №023

2012 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

 

„მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმების, მათი გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის №002 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 23 იანვრის  №002 ბრძანებაში „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული სერტიფიკატების ფორმების დამზადებამდე ძალაში დარჩეს და გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული მეზღვაურის კომპეტენციისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) ფორმები, მაგრამ არა უგვიანეს 2012 წლის 1 დეკემბრისა“. 

2. ბრძანებით დამტკიცებული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“-ს მე-4 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. სააგენტო გასცემს მეზღვაურთა წვრთნის დამადასტურებელ კვალიფიკაციის სერტიფიკატს ევროკომისიის 2008/106/EC დირექტივიდან გამომდინარე “მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების  სისტემასთან მიმართებაში ევროკავშირის მიერ აღიარებული მესამე ქვეყნების ნუსხის” გათვალისწინებით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში გავლილი საწვრთნელი კურსის საფუძველზე ან საქართველოს მიერ აღიარებული  ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში გავლილი საწვრთნელი კურსის საფუძველზე.”

3. ბრძანებით დამტკიცებული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“-ს მე-5 მუხლიდან ამოღებული იქნას მე-2 პუნქტი.
4. ბრძანებით დამტკიცებული „მეზღვაურთა სერტიფიკატების ფორმები, მათი გაცემისა და გამოყენების წესი“-ს მე-9 მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნას „გ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიმამუკა ახალაძე

კრებსითი — სრული ვერსია