ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-17
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.144.016094
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 17.07.2014, №20)

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება  №22

2012 წლის 15 ოქტომბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. განისაზღვროს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების თანამდებობის სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 იანვრის №2 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 12 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ღვინიაშვილი



დანართი №1

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები


№

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

( ლარებში )

I

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

II

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

III

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

IV

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

V

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

VI

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

790

VII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

560

     ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 26.10.2012წ.

     ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის დადგენილება № 2 - ვებგვერდი, 06.02.2013წ.


კრებსითი — სრული ვერსია