,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
944
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-12
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016664
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №944

                2012 წლის  12 ოქტომბერი              

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება შესაძლებელია შეუნარჩუნდეთ ამ დებულების №1 დანართით გათვალისწინებულ პირებს თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია