„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აპრილის №192 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
427
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-12
სარეგისტრაციო კოდი
010240080.10.003.017103
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აპრილის №192 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №427

2012 წლის 10 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აპრილის №192 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის ზოგიერთი უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 აპრილის №192 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 110429014, 02/05/2011; 010240080.10.003.016352)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) განკარგვის, ქონების პრივატიზების, მშენებლობის ნებართვების გაცემისა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის განხორციელების, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების, სამთო-სათხილამურო და საბაგირო გზების განვითარებისა და მოვლა-პატრონობის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების (პარკირება, დასუფთავება და ა.შ.) უფლებამოსილება 2013 წლის 1 მაისამდე, თანდართული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცეს ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა.“.

3. დადგენილების დანართის („ხელშეკრულება საქართველოს მთავრობის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირების შესახებ“) 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1. საქართველოს მთავრობა 2013 წლის 1 მაისამდე ქალაქ თბილისს გადასცემს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია