„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
888
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
320.110.000.05.001.003.429
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) 64-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები, საუწყებო ქსელების მფლობელი პირები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ქსელის სისტემათა შესაბამისობა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან.“;

ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. კომისიამ 2011 წლის 1 მაისამდე მიიღოს დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№888–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია