„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
887
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2008-12-26
გამოქვეყნების თარიღი
2008-12-29
სარეგისტრაციო კოდი
110.030.110.05.001.003.428
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 292) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.  

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 5 650 ლარი;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი – 4 800 ლარი;

გ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 4400 ლარი.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                                                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№887–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია