„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
422
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-10-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-10
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.017095
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2012 წლის 10 ოქტომბერი

   ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2012 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 მარტის №115 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2012, 470230000.10.003.016788) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტებისა და ღონისძიებების მიხედვით, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

№

კომპონენტები და ღონისძიებები

ღირებულება (ათასი ლარი)

 
 

1

სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის კომპონენტი

7,833.0

 

ა)

ფსიქიატრიული დაწესებულებების მშენებლობისა და რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები

264.0

 

ბ)

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის მშენებლობა

6,547.0

 

გ)

პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო სამუშაოები

1,022.0

 

2

აღჭურვის კომპონენტი

9,418.0

 

ა)

1 ორხიდიანი მაღალი გამავლობის ავტომობილის შესყიდვა და სპეციალური სამედიცინო ტექნიკით აღჭურვის ღონისძიებები, 1 რეანიმობილისა და 2 ორხიდიანი მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების ავტომანქანისა და სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად სპეციალურად აღჭურვილი 4 მანქანის შესყიდვა

1,218.0

 

ბ)

ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი პროგრამული ლიცენზიებისა და საჭირო მომსახურებების შესყიდვა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვერული ცენტრის რესურსების გასაზრდელად შესაბამისი ტექნიკის და ამ მიზნით სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა

6,700.0

 

გ)

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის აღჭურვა

1,500.0

 

3

საექსპერტო მომსახურებისა და საპროექტო სამუშაოების კომპონენტი

370.0

 

 

ფსიქიატრიული დაწესებულებებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კომპლექსის, საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრისა და პათოლოგიური ლაბორატორიის სამშენებლო, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო და აღჭურვის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებებისათვის შესაბამისი გეოლოგიური კვლევები) დოკუმენტაციის მომზადება

370.0

 

4

ადმინისტრირების კომპონენტი

182.0

 

 

                                   სულ:

17,803.0“.

 
 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია