„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №8/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
166/37
მიმღები ორგანო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი
2012-10-15
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-16
სარეგისტრაციო კოდი
190040000.58.070.016006
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №8/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №166/37

2012 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №8/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
 ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2012 წლის 16 იანვრის №8/37 ბრძანებაში (ვებგვერდი, 17.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 190040000.20.013.016007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულაში სიტყვები ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ შეიცვალოს სიტყვებით ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური საქმიანობის აუდიტის უფლება აქვს ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს.“.

3. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,5. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივნისიდან.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორილაშა თორდია

კრებსითი — სრული ვერსია