„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
819
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2012-10-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-08
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016134
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №819

2012 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007, №186, მუხ.2092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადმინისტრაცია (საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს III განყოფილების გარდა)"

2. ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს დანართი №11.
3. ბრძანებას დაემატოს დანართი №41.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიეკატერინე ზღულაძე



დანართი №41
საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი

თანამდებობა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)
დეპარტამენტის დირექტორი 2705
დეპარტამენტის დირექტორი მოადგილე 2540
მთავარი სამმართველოს უფროსი 2355
მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე 2235
სამმართველოს უფროსი 2115
სამმართველოს უფროსის მოადგილე ,  სამსახურის უფროსი 2000
სამსახურის უფროსის მოადგილე , განყოფილების უფროსი 1295
განყოფილების უფროსის მოადგილე 1210
ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი 1085
უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი 1020
ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი 950
სპეციალისტი 775
დამხმარე მოსამსახურე (მძღოლი, ტექნიკოსი, მზარეული) 540
დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი, მუშა-ხელოსანი) 350

 


კრებსითი — სრული ვერსია