„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №702 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
924
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-10-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-05
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016658
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №702 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №924

2012  წლის  5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №702 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 ნოემბრის №702 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №159, მუხ. 2177) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების მე-2 პუნქტის:
ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უზრუნველყოს სააგენტოს:“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია